პროექტი

1.პროექტის სახელწოდება:

                                                                        ,, ჩემი სოფელი ჩემი სიამაყეა“
                                                             
 

2.პროექტის მთავარი იდეა: მე ჩემი საამაყო სოფლის ღირსეული შთამომავალი ვარ.

3.პროექტის აქტუალობა:

 

 ჩვენს მშობლიურ სოფელ მეჯვრისხევში ბევრი ღირსეული ადამიანი დაბადებულა, რომლებმაც საქვეყნოდ გაუთქვეს მას სახელი. 

ჩვენი სურვილია რამოდენიმე მათგანზე მოსახლეობაში გაბნეული ინფორმაციის შეგროვება და თანატოლებისათვის გაზიარება.

  • ქართული ცეკვების უბადლო შემსრულებელი და სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის დამაარსებელი-ილიკო სუხიშვილი
  • საბავშვო მწერალი -ანა ხახუტაშვილი  (ცქვიტი).
  • ბელეტრისტი მწერალი - ანასტასია ერისთავ-ხოშტარია

                                                                                                                                                                            ანასტასია ერისთავ-ხოშტარია

                            ანა ხახუტაშვილი-მეგობრებთან ერთად

 ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი

4.პროექტის მიზნები: პროექტის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეები გაეცნობიან მშობლიურ სოფელში დაბადებულ,  გამოჩენილ მოღვაწეთა ბიოგრაფიებს და შემოქმედებებს. გააცნობიერებენ მათ დამსახურებას სოფლისა და ქვეყნის წინაშე.გამოიმუშავებენ წერითი და  ვერბალური კომუნიკაციის უნარებს,  გაიუმჯობესებენ წერა-კითხვის უნარ-ჩვევებს.

5.მონაწილეთა ასაკი: 7-10 წელი.

6.ვადები, ხანგრძლივობა: 6 თვე. 2012 წლის იანვარი-ივნისი

7.მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს თუ მოსწავლეები მოიძიებენ მოსახლეობაში, ბიბლიოთეკებში და ინტერნეტში მათთვის  საინტერესო ინფორმაციებს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს,  შექმნიან ფოტო-კოლაჟს, ერთობლივ ხელნაწერ წიგნს, საკუთარი შესაძლებლობებით წარმოაჩენენ მათ შემოქმედებას.შეიძენენ ინტერვიუს აღების უნარს,

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტო აპარატი, პროექტორი, აუდიო ტექნიკა, ანსამბლ ,,სუხიშვილების“ CD დისკი, მიკრო ავტობუსი, მძღოლი, გიდი, ბიბლიოთეკა.

 

 9.პროექტის მსვლელობა:

პროექტში მონაწილე მოსწავლეები, პირველ ეტაპზე, საკუთარი სურვილით იყოფიან სამ ჯგუფად, იღებენ საჭირო დავალებებს და ინსტრუქციებს; მოიძიონ  ინფორმაცია ბიბლიოთეკებიდან და ინტერნეტიდან, აიღონ ინტერვიუები მოსახლეობისაგან, ნათესავებისაგან. ათვალიერებენ მათ ნასახლარებს და იღებენ საჭირო ფოტოებს.

მეორე ეტაპზე წარადგენენ საკუთარ ჩანაწერებს, ფოტო მასალას. აცნობენ ერთმანეთს მოძიებულ ინფორმაციას. ანაწილებენ როლებს პრეზენტაციისათვის.

ეწყობა ექსკურსია თბილისში, სადაც მოსწავლეები დაათვალიერებენ ღვაწლმოსილი თანასოფლელების სამუდამო განსასვენებელს. აგროვებენ საჭირო ფოტო მასალას.

მესამე ეტაპზე ბავშვები წარმოადგენენ შემაჯამებელ ღონისძიებას. უზიარებენ თანატოლებს მოძიებულ მასალებს, აწყობენ ერთობლივად გამოფენებს, აჩვენებენ პრეზენტაციებს, ფოტო-კოლაჟს და აღნიშნული ადამიანების შემოქმედების ნიმუშებს წარმოადგენენ.(მოგონებები, ლექსები, მოთხრობები, ცეკვები,), ქმნიან ხელნაწერ წიგნს სადაც საკუთარ შთაბეჭდილებებს  პატარა ესსეებითა და ნახატებით გადმოსცემენ.

სამუშაო ენა: ქართული.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ხელოვნება_შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამომუშავება:ნახატების შექმნა, ცეკვების შესრულება. ფოტო-კოლაჟის შექმნა და მისი პრეზენტაცია.

ქართული ენა_ქართველი მწერლების შემოქმედებიდან ნაწარმოებების დასწავლა. წერისა და კითხვის, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ინტერვიუს აღების უნარის შეძენა.

ისტორია_მშობლიური სოფლის ისტორიის დეტალების გაცნობა, მათთვის საინტერესო ადგილების დათვალიერება.

11.პროექტის ხელმძღვანელი: პედაგოგი- ნინო ჯოჯიშვილი.

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninojojishvili98@gmail.com

ჩემი გაკვეთილები: