ქართული ენა ჩემია

რელიქვიები - მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდანთა ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან დაკავშირებული საგნები ან სხეულის ნაწილები.

რენეგატი - ადამიანი, რომელმაც უღალატა თავისი წინაპრების რწმენას, მაგალითად ქრისტიანობიდან მაჰმადიანობაში გადასვლისას.

რიპიდი - ვერცხლის ან მოოქროვილ გრძელ სახელურზე დამაგრებული წრე, რომლის შიგნით მოთავსებულია ექვსფრთიანი სერაფიმის გამოსახულება. გამოიყენება მხოლოდ სამღვდელმთავრო მსახურებისას.

რიტუალი - სარწმუნოებრივი ხასიათის წეს-ჩვეულებათა ერთობლიობა.

როტონდა - მრგვალი ფორმის ტაძარი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს წრეს, რომელსაც არა აქვს დასასრული, ასევე ეკლესიის მიზანს, რომელიც გვამზადებს მარადიული ცხოვრებისათვის.


Comments