About us

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”მბს”

კომპანია ”მბს” დაარსდა 1993 წელს თბილისში. კომპანიის ბიზნესსაქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კომპიუტერების, კომპიუტერის ნაწილების, პერიფერიის, ქსელური მოწყობილობების რეალიზაცია, ქსელის ინსტალაცია და მომსახურება, სატელევიზიო და რადიოსტუდიების აღმჭურველი სპეციფიური კომპიუტერების, საოფისე ტექნიკის აწყობა და მომსახურება, როგორც საგარანიო, ასევე გარანტიის შემდგომ პერიოდში.

კომპანიას აქვს საკუთარი სერვისცენტრი, სადაც მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური ინჟინრები

”მბს”-ს აქვს 23-წლიანი გამოცდილება ქართულ კომპიუტერულ ბაზარზე. გამარჯვებულია მრავალ ტენდერში. კომპანიამ მოამარაგა სხვადასხვა საოფისე და კომპიუტერული ტექნიკით და გაიყვანა კომპიუტერული ქსელი მრავალ დამკვეთთან.

კომპანია მოემსახურა და დღესაც თანამშრომლობს შემდეგ დამკვეთებთან:

  • მარკეტინგის და გამოკვლევების ინსტიტუტი - IPM>
  • სასტუმრო ”ჯორჯია პალასი” (ქობულეთი)
  • სააქციო საზოგადოება ”რუსთავცემენტი”
  • ენგურჰესის სარეაბილიტაციო პროექტი
  • სამშენებლო კომპანია ”ალიონი-99”
  • სამშენებლო კომპანია ”7SKY"
  • სამშენებლო კომპანია ”პრივატ-სერვისი”
  • არქიტექტურული კომპანია ”კიდ-დიზაინი”
  • სარეკლამო კომპანია ”სარკე”
  • სარეკლამო სააგენტო ”ტვ+”
  • ტეგეტა მოტორსი
  • სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური
  • სახელმწიფო კანცელარია
  • თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სააქციო საზოგადოება ”ელექტროვაგონშემკეთებელი”
  • კავშირგაბმულობის სამინისტროს სიხშირეების ზედმხედველობის დეპარტამენტი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • უშიშროების სამინისტრო
  • მსოფლიო ბანკი
  • საქართველოს ბანკი
  • თბილუნივერსალბანკი
  • ინვესტბანკი
  • ენერგეტიკის ბანკი
  • რუსეთის, სომხეთის, პოლონეთის, საფრანგეთის საელჩოები
  • გაერო
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  • ეროვნული ბიბლიოთეკა – ქსელის მთლიანმა სიგძემ შეადგინა 2000 მეტრი. შეერთებულია 80 კომპიუტერი 3 სხვადასხვა შენობაში
  • მემკვიდრეობის დაცვის ფონდი
  • ცენტრალური საარჩევნო კომისია

ბევრი ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაცია სარგებლობს ჩვენი სერვისცენტრით. მაგალითად: გაერო, აშშ საელჩო, ”სეზანი”, საქართველო საზოგადოებრივი მაუწყებლობა, ”რადიო 105”, ტელეკომპანია ”კავკასია”, საქართველო-ბრიტანული ნავთობკომპანია, საქართველოს საერთაშორისო ნავთობკომპანია, ჯანდაცვის სამინისტრო, სააქციო საზოგადოება ”ლუკოილი”, საქართველოს საგადასახადო ინსპექციის რეგიონალური ოფისები და ა.შ,

ჩვენი უცხოური ბიზნესპარტნიორები არიან შემდეგი ცნობილი ფირმები: Intel, AMD, ASUSTek, Gigabyte, HP, MicroStar International,  MAG Innovison, Samsung, LG, Titan, PQI, Nanya და სხვა.

მაკომპლექტებლების ხარისხი

შემოთავაზებული საქონელი და მათი შემადგენელი ელექტრონული ნაწილები სერტიფიცირებულია და ექვემდებარება შემდეგ მსოფლიო სტანდარტებს:  ISO 9001, ISO9002, ETV72133, CE, GS, UL, CUL, TCO95, TCO99, TCO2001, MPRII, FCC-B, TUV/GS, DHHS, FI.

საგარანტიო და გარანტიის შემდეგი მომსახურება

შემოთავაზებულ საქონელს გააჩნია 1 წლიანი გარანტია, თუ მომხმარებელი იცავდა მისი ექსპლუატაციის წესებს. კომპანია აწარმოებს გარანტიის შემდეგ მომსახურებას შესაბამის შეთანხმების შემთხვევაში.