ძველი ინდოეთის მუსიკალური კულტურა


ცნობები ინდური მუსიკის შესახებ გვხვდება( ჩ.წ.აღ. III ათასწლეული) ძველ ლიტერატურულ ნაწარმოებებში:  რიგვე-დე (X ს. ჩ.წ.აღ.), ატხარვარვედე, და სამავედე (ჩ.წ.აღ. I ათასწლეულის პირველი ნახევარი)- არსებობს  მელოდიის პირობითი ნიშნებისა და ტექსტების ჩანაწერი. ასევე ტრაქტატი ,, ნატიაშასტრა” (ჩ.წ.აღ. I საუკუნე ) მიძღვნილია თეატრისადმი, მუსიკისადმი და ცეკვისადმი. ინდურ მუსიკაში გამოიყენება შვიდი ძირითადი ბგერა (ისინი შეესატყვისებიან ევროპულ  გამას). ოქტავა იყოფოდა ოცდაორ არათანაბარ ინტერვალად, რომელთა შორის უმცირესს ,,შრუტი”  ეწოდებოდა, რაც  სანსკრიტიდან თარგმანში ნიშნავს ,, იმას, რისი  გაგონებაც  შესაძლებელია”. ასევე  ზოგადად მუსიკალურ სისტემასაც შრუტი ეწოდებოდა.

ინდური  მუსიკის მთავარ პრინციპს წარმოადგენდა იმპროვიზაცია, რომლის  საფუძველი იყო რაგა (სანსკრიტიდან  ,,ფერი”) - ტრადიციული მელოდია. სიტყვა ,,რაგა” მელოდიის  ჟანრსაც აღნიშნავდა. თითოეული რაგა  შედგებოდა მთავარი ბგერისაგან       (,, მმართველი”),  მეორე მნიშვნელოვანი   ბგერისაგან ( ,,მინისტრი”), დამორჩილებული  ჯგუფის ბგერებისაგან (,,თანაშემწეები”) და  დისონირებული  ბგერისაგან (,,მტერი”). რაგას  მელოდიური  წყობა ემორჩილებოდა შინაარსს. რაგა    მოწოდებული იყო  იმისთვის,  რომ მსმენელში   გარკვეული გრძნობები და  მდგომარეობა გამოეწვია: სიყვარული,  მხიარულება, სიბრაზე, გაოცება, დაწყნარება. ზოგიერთი რაგა   მაგიური თვისებების მქონეც გახლდათ- მას შეეძლო გამოეწვია წვიმა, ხანძარი და ა.შ.  რაგას შემსრულებელს უნდა მიეღო სახეზე შესაბამისი გამომეტყველება ან გაეკეთებინა შესაფერისი ნიღაბი და ემოქმედა განსაზღვრული ჟესტებით, რაც დამოკიდებული იყო რაგას ხასიათზე. რაგაში ერთმანეთს ერწყმის იმპროვიზაციის ორი დამოუკიდებელი პლასტი: ბგერათსიმაღლებრივი და მეტრორიტმული.  რაგასთვის დამახასიათებელი მელოდიური  მიმოქცევები არ იქმნება მუსიკოსის მიერ, არამედ შემონახულია შესრულებლების კოლექტიურ მეხსიერებაში როგორც მოცემული რაგას შესრულების წესები. იმპროვიზაცია შედგება მელოდიისა და რიტმული (ტალა) ფიგურაციების  გადანაცვლების, მათი ვარიაციული გაფართოებისა და შემჭიდროებისაგან. სწორედ, მათი კომბინირების შედეგად შესაძლებელია რაგას   შესრულების ერთი- მეორისგან განსხვავება.


 ძველი ინდოეთის მუსიკალურ საკრავებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დასარტყამ და სიმებიან საკრავებს, მეტალის თეფშებს, გონგს, დოლს, ტამბას. სიმებიან საკრავებს შორის ყველაზე გავრცელებული იყო სიტარა და ვინა. ჩასაბერი საკრავებიდან გავრცელებული იყო ფლეიტა, შანკხა (ნიჟარის მსგავსი ჩასაბერი საკრავი) და შრინგა. საინტერესოა, რომ თითქმის ყველა ძველი საკრავი შემონახულია და თანამედროვე ინდოელი მუსიკოსები დღესაც მათზე  უკრავენ, ზუსტად მისდევენ შემონახულ ტრადიციებს.