მუხლი 075. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის დარღვევა

სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის უბნისათვის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის მიკუთვნებისა და ამ რეჟიმის პირობებში სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების წესის დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებისა და ტყითსარგებლობის განხორციელების რეჟიმის დარღვევა სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ტყის იმ უბნის ტერიტორიაზე, რომელსაც მიკუთვნებული აქვს დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი, ან სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების ან ლანდშაფტური უბნის ტერიტორიაზე მეურნეობის წარმოების რეჟიმის დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.