მუხლი 067. ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენის ან გაშენების წესებისა და მოთხოვნების დარღვევა

ტყის დაცვის ან სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის, აღდგენის ან გაშენების, ან სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობების შერჩევისა და მათი გამოყენების წესებისა და მოთხოვნების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ ლარამდე.

ტყის დაცვის მიზნით ბიოლოგიური, ქიმიური ან სელექციური საშუალებების გამოყენების მოთხოვნათა დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.