მუხლი 051.-1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არამიზნობრივი გამოყენება

1. დაცული ტერიტორიების მართვისა და დაცვისათვის უშუალოდ პასუხისმგებელ პირთა მიერ დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არა იმ მიზნით გამოყენება, რისთვისაც ისინი გამოიყო, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე .