მუხლი 044.-9 . სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა

1. სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე.