მუხლი 044.-5 . სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

1. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას სალიცენზიო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 5000 ლარისა.

2. სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 10000 ლარისა.