მუხლი 044.-4 . არაიოდირებული მარილის რეალიზაცია, ვადაგასული იოდირებული მარილის იმპორტი და რეალიზაცია, აგრეთვე ფალსიფიცირებული სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტი

არაიოდირებული მარილის რეალიზაცია (გარდა „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ვადაგასული იოდირებული მარილის იმპორტი ან რეალიზაცია, აგრეთვე ფალსიფიცირებული სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 2000 ლარამდე.