მუხლი 044.-3. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების მიერ დადებული ბეჭდის (პლომბის) განზრახ დაზიანება

ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების, აგრეთვე პროდუქციის (ნედლეულის) წარმოება-რეალიზაციის შეჩერების ან აკრძალვის მიზნით სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების მიერ დადებული ბეჭდის (პლომბის) განზრახ დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე.