მუხლი 044.-2 . უკანონო სამედიცინო/საექიმო საქმიანობა

1. სამედიცინო საქმიანობა ნებართვის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 10000 ლარისა.

2. სამედიცინო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 5000 ლარისა.

3. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველ ან მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით.