მუხლი 044.-1. ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების წარმოებისა და რეალიზაციის წესების დარღვევა

ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების წარმოებისა და რეალიზაციის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.

იგივე მოქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.