მუხლი 043. სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ- ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა

სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარით, იურიდიული პირისა და დაწესებულებისა – ასი ლარით.

იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორასი ლარით, იურიდიული პირისა და დაწესებულებისა – ხუთასი ლარით.