მუხლი 042.-1. კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების პროცედურებში მონაწილეობისათვის თავის არიდება

დამსაქმებელთა წარმომადგენლების მიერ მუშაკთა მოთხოვნით სოციალურ-შრომითი ურთიერთობების საკითხებზე შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის მიუღებლობა, კრების (კონფერენციის) ჩასატარებლად შესაფერისი ადგილის გამოყოფაზე უარის თქმა ან მისი ჩატარებისათვის ხელის შეშლა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.