მუხლი 042.- 3. დასაქმების კერძო სააგენტოების სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობა

„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე დასაქმების კერძო სააგენტოების საქმიანობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი მინიმალური ხელფასის ოდენობით.