მუხლი 313. გარდამავალი დებულება

1. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2003 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 1781 მუხლის ამოქმედებასთან დაკავშირებული სალიცენზიო და სანებართვო პირობებისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტების განსაზღვრისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.

2. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 118-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.

3. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომოტოტრანსპორტის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის არქონისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, რომელიც „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას.

4. ამ კანონის 894 მუხლის მე-6 ნაწილი მოქმედებს 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე.

5. (ამოღებულია).

6. (მოქმედების ვადა დასრულებულია).

7. (მოქმედების ვადა დასრულებულია).

8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2010 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადებაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრა, ადმინისტრაციული სახდელების დადებასა და იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული წესების, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმებისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმების დამტკიცება.

9. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე და 245-ე მუხლებით გათვალისწინებული, აღსრულების პოლიციელის მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცება.

10. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე და 245-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლის მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცება.

11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე მუხლის 60 2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცება.

12. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 82-ე ნაწილით განსაზღვრული პირი 2015 წლის 1 სექტემბრამდე თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევასთან.

13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირზე, რომლისთვის დაკისრებული ჯარიმა ამავე მუხლის მე-12 ნაწილის ამოქმედებამდე აღსრულდა.