მუხლი 311. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წესი და ვადები

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კოდექსითა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში სააღსრულებო დოკუმენტია.

3. ქონებრივი ზარალი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის ამ კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. ამ კოდექსის 208-ე და 208-2   მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დადგენილების ჩაბარებიდან ასათვლელი ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისათვის დადგენილი ვადის დინებას.