მუხლი 310. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირების შრომითი გამოყენება

ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს გამოიყენებენ ფიზიკურ სამუშაოებზე.

ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირთა შრომითი გამოყენების ორგანიზაცია ევალებათ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.

ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მუდმივ სამუშაო ადგილზე ხელფასი არ მიეცემათ.