მუხლი 306. დამრღვევის მიერ გამასწორებელი სამუშაოების მოხდის ადგილის საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციის მოვალეობა

დამრღვევის მიერ გამასწორებელი სამუშაოების მოხდის ადგილის საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას ევალება:

დამრღვევის ხელფასიდან სწორი და დროული დაქვითვა სახელმწიფოს შემოსავალში და დაკავებული თანხის დადგენილი წესით დროულად ჩარიცხვა;

დამრღვევის შრომით აღზრდა;

ამ სახის სახდელის აღსრულების გამგებელი ორგანოსათვის შეტყობინება დამრღვევის მიერ სახდელის მოხდისაგან თავის არიდების შესახებ.