მუხლი 304. გამასწორებელი სამუშაოების შესახებ დადგენილების აღსრულება

დადგენილება გამასწორებელი სამუშაოების შეფარდების შესახებ აღსასრულებლად გაიგზავნება მისი გამოტანიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.

გამასწორებელ სამუშაოებს ამ კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად დამრღვევი მოიხდის მუდმივ სამუშაო ადგილას.

გამასაწორებელი სამუშაოების შესახებ დადგენილების საფუძველზე დამრღვევის ხელფასიდან სახელმწიფო შემოსავალში დაქვითვა წარმოებს სამუშაოების მოხდის ვადის განმავლობაში დადგენილებით განსაზღვრული ოდენობით.