მუხლი 303. სპეციალური უფლების შეჩერების ვადის გამოანგარიშება

1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სპეციალურუფლებაშეჩერებულად ჩაითვლება ამ უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გამოტანის დღიდან, ხოლო მართვის უფლების შეჩერების ვადის გაზრდის შემთხვევაში მძღოლი სპეციალურუფლებაშეჩერებულად ჩაითვლება ამ უფლების შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული შესაბამისი თარიღიდან.

2. სპეციალური უფლების შეჩერების ვადის გასვლისას, აგრეთვე ამ კოდექსის 302-ე მუხლის შესაბამისად მისი შემცირებისას პირს, რომელსაც დადებული ჰქონდა ეს ადმინისტრაციული სახდელი, დადგენილი წესით დაუბრუნდება ჩამორთმეული დოკუმენტები.