მუხლი 302. სპეციალური უფლების შეჩერების ვადის შემცირების საფუძველი და წესი

თუ პირმა პირველად ჩაიდინა სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გარკვეული ვადით შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი პიროვნებისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სახდელის დამდებ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია შეუმციროს მას ამ უფლების შეჩერების ვადა; ამასთანავე, ასეთი შემცირება დაიშვება დანიშნული ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ.