მუხლი 300. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

1. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილება აღსრულებულად ჩაითვლება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

2. პირს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში, თუ შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

3. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, მართვის უფლების შეჩერების ვადის შემცირების, შეჩერებული მართვის უფლების აღდგენის და ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნების წესებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.