მუხლი 295. კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულების განმახორციელებელი ორგანოები

1. კონფისკაციის შესახებ დადგენილებას აღასრულებს:

ა) აღმასრულებელი – ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას; შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 167-ე და 180-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 183 1 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას;

ბ) ნადირობის წესების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 85-3 მუხლით, 86-ე მუხლით (ნადირობის წესების დარღვევისათვის) 196-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას;

გ) ფინანსთა სამინისტროს სისტემის შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 157-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას;

დ) (ამოღებულია – 26.04.2012, №6094).

2. ამ კოდექსის 981 მუხლის შენიშვნაში აღნიშნული პროდუქციის კონფისკაციას ახდენს და სამართალდამრღვევის ხარჯით ანადგურებს სოფლის მეურნეობის ხარისხზე კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამდებობის პირი.