მუხლი 292. დადგენილების აღსრულება ისეთი ჯარიმის შესახებ, რომელიც გადახდევინებულ უნდა იქნეს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას

ამ კოდექსის 242-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ჯარიმის გადახდისას დამრღვევს მიეცემა დადგენილი ნიმუშის ქვითარი, რომელიც წარმოადგენს მკაცრი საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საქმის წარმოება, შემდეგ კი დადგენილების აღსრულება ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.