მუხლი 289. გაფრთხილების შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

დადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ დადგენილების საჯაროდ წაკითხვის საქმის განხილვის დამთავრების შემდეგ.

დამრღვევის დაუსწრებლად გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში მას დადგენილების პირი ჩაბარდება ამ კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.