მუხლი 288.- 7. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა

1. (ამოღებულია).

2. დამრღვევი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ ვადაში გადაიხადა მასზე დარიცხული საურავი, ვალდებულია აღსრულების აღნიშვნით ამის შესახებ შეატყობინოს დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს); სხვა შემთხვევაში მის მიმართ გაგრძელდება იძულებითი აღსრულების ღონისძიებები.