მუხლი 288.- 3. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულება

1. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება აღსრულდება მისი გამოტანიდან, თუ ამ კოდექსით და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ, გარდა ამ მუხლის 2-1  ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2-1 . ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

3. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულებას ახორციელებს დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი).