მუხლი 287. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულების ხანდაზმულობა

დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ არ აღსრულდება, თუ იგი მიქცეული არ იყო აღსასრულებლად დადგენილების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში. ამ კოდექსის 275-ე მუხლის შეასაბამისად დადგენილების აღსრულების შეჩერების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება საჩივრის ან პროტესტის განხილვამდე. ამ კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების აღსრულების გადადების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება გადადების ვადის გასვლამდე.

საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს ცალკეული სახის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გამოტანილ დადგენილებათა აღრულების სხვა, უფრო ხანგრძლივი ვადები.