მუხლი 286. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას შეწყვეტს შემდეგ შემთხვევებში:

1) ამნისტიის აქტის გამოყენებისას, თუ ის აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას;

2) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმებისას;

3) იმ პირის გარდაცვალებისას, რომლის მიმართ იყო გამოტანილი დადგენილება.