მუხლი 285. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების გადადება

იმ გარემოებათა არსებობისას, რომელთა გამო ადმინისტრაციული პატიმრობის, გამასწორებელი სამუშაოების ან ჯარიმის სახით (გარდა ჯარიმის გადახდევინებისა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილზე) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების დაუყოვნებლივ აღსრულება შეუძლებელია, დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია დადგენილების აღსრულების გადადება ერთ თვემდე ვადით.