მუხლი 284. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულების წესი

1. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება საამისოდ უფლებამოსილი ორგანოების მიერ ამ კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დადგენილება ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ, მათ შორის, დადგენილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ, აღსრულდება შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ, ხოლო სხვა უწყების სამხედრო მოსამსახურის პატიმრობის შემთხვევაში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ერთი პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ რამდენიმე დადგენილების გამოტანის შემთხვევაში თითოეული დადგენილება დამოუკიდებლად აღსრულდება.