მუხლი 281. დადგენილების გაუქმების შედეგები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტით

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გაუქმება საქმის შეწყვეტით გამოიწვევს გადახდევინებული ფულადი თანხების, სასყიდლით ჩამორთმეული ან კონფისკაციაქმნილი საგნების დაბრუნებას, აგრეთვე ადრე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას. თუ საგნის დაბრუნება შეუძლებელია, ანაზღაურდება მათი ღირებულება.

პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დაკისრებით მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.