მუხლი 281.- 1. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ვადა

ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება გამოტანიდან 48 საათში შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა ორგანომ (თანამდებობის პირმა) სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.