მუხლი 279. საქმის გადასინჯვაში მოსამართლის, შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსისა და შინაგან საქმეთა ზემდგომი ორგანოს უფროსის უფლებამოსილება

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან/და სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით, შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან/და სააპელაციო სასამართლოს მიერ, აგრეთვე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პროკურორის პროტესტი, − სააპელაციო სასამართლოს მიერ.

2. შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის დადგენილება ამ კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით თვით შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის მიერ, აგრეთვე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პროკურორის პროტესტი, – შინაგან საქმეთა ზემდგომი ორგანოს უფროსის მიერ.