მუხლი 275. დადგენილების აღსრულების საკითხის გადაწყვეტა

1. დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების, აგრეთვე ამ კოდექსის 234-1  მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, გარდა ამ კოდექსის 26-ე და 32-ე მუხლებით გათვალისწინებული სახდელების გამოყენების შესახებ დადგენილებებისა, ამ მუხლის 1-1  ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე აკისრებენ ჯარიმას, რომელსაც ადგილზევე გადაახდევინებენ.

1-1 . ამ კოდექსის 208-ე და 2082  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების აღსრულებას. დადგენილების გასაჩივრებისას საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირს დაუბრუნდება ჯარიმისა და საურავის სახით, აგრეთვე ამავე კოდექსით დადგენილი წესით ქონებრივი ზარალის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხა.

2. პროკურორის მიერ პროტესტის შეტანა შეაჩერებს დადგენილების აღსრულებას პროტესტის განხილვამდე.