მუხლი 269. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების შეტყობინება საზოგადოებრიობისათვის

1. ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც იხილავს ამ კოდექსის 50-ე, 106-ე–113-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით, 153-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ატყობინებს სამართალდამრღვევის სამუშაო, სწავლის ან საცხოვრებელი ადგილის ადმინისტრაციას ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას. ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე ატყობინებენ აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას ან შინაგან საქმეთა ორგანოს, რომელმაც სასამართლოში გაგზავნა ოქმი წვრილმანი გატაცების შესახებ.

2. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.