მუხლი 267. დადგენილებათა სახეები

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:

ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;

ბ) საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ;

გ) ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე, თუ შეუძლებელია პირველად დადებული ადმინისტრაციული სახდელის აღსრულება;

დ) საურავის დარიცხვის შესახებ.

2. დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მიიღება ზეპირი შენიშვნის გამოცხადების , საწარმოში , დაწესებულებაში , ორგანიზაციაში და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად , ანდა პროკურორისათვის ან გამოძიების ორგანოსათვის მასალების გადაცემის დროს , აგრეთვე ამ კოდექსის 232- ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას .