მუხლი 265. კოლეგიური ორგანოს სხდომის ოქმი

ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.კოლეგიური ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება:

1) სხდომის თარიღი და ადგილი;

2) საქმის განმხილველი ორგანოს დასახელება და შემადგენლობა;

3) განსახილველი საქმის შინაარსი;

4) ცნობა საქმის მინაწილე პირთა გამოცხადების შესახებ;

5) საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები, შუამდგომლობანი და მათი განხილვის შედეგები;

6) საქმის განხილვის დროს გამოკვლეული დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი;

7) ცნობები მიღებული დადგენილების საჯაროდ წაკითხვისა და მისი გასაჩივრების წესისა და ვადების განმარტების შესახებ.

კოლეგიური ორგანოს სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.