მუხლი 262. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სხვა მასალების მიღებიდან თხუთმეტი დღის ვადაში.

11. ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 3 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ზეპირ განხილვას იწყებს დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების სხვა მასალების მიღებისთანავე, თუ პირის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული დაკავება და ამოწურული არ არის ადმინისტრაციული დაკავების ვადა.

2. ამ კოდექსის 42 1 და 42 2 მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით და 175 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 142-ე, 153 3, 154-ე, 174 1 და 174 2მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 50 1, 51 1, 51 3, 53 3, 55-ე, 55 2, 55 3, 55 5, 58 2, 59 2, 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 91 2, 92 1, 94-ე, 95-ე, 96 1, 96 2, 96 4, 98 1, 99-ე, 100 1, 100 2, 103-ე, 104-ე, 105 1, 107 1, 141-ე, 143-ე−144 1, 144 3−144 5, 144 10, 145-ე, 146 1, 148-ე–150 1, 151 1, 152-ე, 1522−153-ე, 154 1, 154 2, 156-ე−158 1, 159-ე, 159 1, 159 5–159 9, 163-ე, 164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე, 175-ე, 177 1, 179 1, 180-ე–183 1, 185-ე–185 2, 187-ე−187 2, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 3, 196 6 და 197 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 7 დღის ვადაში.

21 . ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ).

3. საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის სხვა ვადებიც.