მუხლი 260. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადება

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს:

1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა;

2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები;

3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი;

4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები;

5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები.