მუხლი 258. თარჯიმანი

თარჯიმანს დანიშნავს ორგანო (თანამდებობის პირი), რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

თარჯიმანი მოვალეა გამოცხადდეს ორგანოს (თანამდებობის პირის) გამოძახებით და სრულად და ზუსტად შეასრულოს მისთვის დავალებული თარგმანი.