მუხლი 256. მოწმე

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მოწმედ შეიძლება გამოძახებულ იქნეს ყველა პირი, რომლებმაც შესაძლოა რაიმე იცოდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით დასადგენ გარემოებათა შესახებ.

მოწმე მოვალეა იმ ორგანოს (თანამდებობის პირის) გამოძახებით, რომლის წარმოებაშიც იმყოფება საქმე, გამოცხადდეს დანიშნულ დროს, აცნობოს რაც იცის საქმის შესახებ და უპასუხოს დასმულ კითხვებზე.