მუხლი 255. ადვოკატი

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილე ადვოკატს უფლება აქვს: გაეცნოს საქმის ყველა მასალას; განაცხადოს შუამდგომლობანი; იმ პირის დავალებით, რომელმაც იგი მიიწვია, და მისივე სახელით შეიტანოს საჩივარი საქმის გამო მიღებულ დადგენილებაზე.

2. ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება იურიდიული კონსულტაციის მიერ გაცემული ორდერით.

3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად, პირს, თუკი იგი გადახდისუუნაროა, უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნა.