მუხლი 253. დაზარალებული

დაზარალებულად ჩაითვლება პირი, რომელსაც ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ მიაყენა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი.

დაზარალებულს უფლება აქვთ გაეცნოს საქმის ყველა მასალას, განაცხადოს შუამდგომლობები, გაასაჩივროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გამო მიღებული დადგენილება.

დაზარალებული შეიძლება დაკითხონ როგორც მოწმე ამ კოდექსის 256-ე მუხლის შესაბამისად.