მუხლი 252. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები

1. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

1 1 . ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 მუხლით და 125 3 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) პირს შესაძლოა შეეფარდოს მის დაუსწრებლადაც. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები უნდა განემარტოს წერილობით.

2. ამ კოდექსის 45-ე, 48-ე, 49-ე, 50 1, 51-ე−56-ე, 57-ე−59-ე, 59 2−მე-60, 60 3−61 1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 4, 69 5, 71-ე, 72 1−78-ე, 791−81-ე, 82 1, 82 2, 84-ე−86-ე, 88-ე−89 3, 91 2, 92 1, 94-ე, 95-ე, 96 1, 96 2, 96 4, 98 1, 99-ე, 100 1, 100 2, 103-ე–104-ე, 105 1, 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 146 1, 148-ე−152-ე, 152 2−153 1, 153 3−154 2, 156-ე, 157 1–158-ე, 164-ე, 164 4, 165-ე, 165 1, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172 4, 173-ე–173 2, 173 6, 173 7, 173 9, 174-ე–174 2, 175-ე−175 2, 177 1, 177 8, 177 9, 179 2, 180-ე–183 1, 185-ე–185 2, 187-ე−187 2, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 და 197 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.

3. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა შემთხვევებიც, როცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის გამოცხადება საქმის გადამწყვეტ ორგანოში (თანამდებობის პირთან) სავალდებულოა.