მუხლი 251. ადმინისტრაციული დაკავების, გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის გასაჩივრება

ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან.