მუხლი 240.- 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის განსაზღვრა

1. ამ კოდექსის 103-ე და 107 -4 მუხლებით, 114- 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125- 2 მუხლით, 125 -3 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 135 -1 მუხლებითა და 153 -6 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ოქმის შინაარსი შეიძლება არ ითვალისწინებდეს ამ კოდექსის 240-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.