მუხლი 235. საპროკურორო ზედამხედველობა კანონების შესრულებაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისას

პროკურორს, ახორციელებს რა ზედამხედველობას კანონების შესრულებაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისას, უფლება აქვს აღძრას წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ; გაეცნოს საქმის მასალებს; შეამოწმოს ორგანოების (თანამდებობის პირთა) მოქმედების კანონიერება საქმის წარმოების დროს; მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში; განაცხადოს შუამდგომლობანი, მისცეს დასკვნები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ საკითხებზე; შეამოწმოს შესაბამისი ორგანოების (თანამდებობის პირთა) მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ღონისძიებათა გამოყენების სისწორე; გააპროტესტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გამო შეტანილ საჩივარზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება; შეაჩეროს დადგენილების აღსრულება, აგრეთვე შეასრულოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოქმედებანი.